პოლიტიკა

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მაინც გაიმართება

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განსახილველად პარლამენტში ხვალ რიგგარეშე სხდომა მაინც გაიმართება.

უარის გამო კი, გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობის კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა.

სახელმწიფოს მეთაური თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და მისი დაჩქარებული განხილვა არ უნდა მოხდეს.

კანონმდებლებმა კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებების უკეთესი რედაქცია უნდა მოამზადონ.

მმართველი გუნდის წევრები მარგველაშვილის ამ არგუმენტებს არ იზიარებენ და პრეზიდენტს კვლავ ბრალდებებით მიმართავენ.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close