ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი მოსამართლემ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “imedinews.ge” იტყობინება.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოდ ჩათვალა და ის 300 ლარით დააჯარიმა.
პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის და სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბი “სუბოტექსის” შეძენა-შენახვას ედავებიან. 18 მარტს პრეზიდენტის შვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გოგოჭურმა და თათარიშვილმა ერთმანეთი გადაიღეს იმის დასტურად, რომ მათ ჯიბეებში არაფერი უდევთ. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თათრიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს. 20 მარტს ამ განცხადებას შს მინისტრი და მთავარი პროკურორი გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება.

კომენტარები
Загрузка...