სამართალი და კრიმინალი

პრეზიდენტის სიძე- ისე გამოგვიყვანეს, თითქოს 10კაცი გვყავდა დახოცილი

ისე გამოგვიყვანეს, თითქოს 10 კაცი გვყავდა დახოცილი, გადაგვიგრიხეს ხელები, გინება, ყვირილი, დანა დაადეს მიშოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

გოგოჭური, პრეზიდენტის ქალიშვილ ანა მარგველაშვილთან და ლევან მაისურაძესთან ერთად მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. როგორც გოგოჭურმა აღნიშნა, მიხეილ თათარიშვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა. მისივე თქმით, თათარიშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.

“ჩემი ჩვენებით დავადასტურებ იმას, რომ 15 მარტს პოლიციის მხრიდან იყო ძალადობრივი ქმედება ჩვენს მიმართ და ასევე მიხეილ თათარიშვილის მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებას ჰქონდა ადგილი. მე დაკავებისას მასთან ერთად ვიმყოფებოდი. ეს იმითაც დავადასტურე, რომ ამოვიღე სატელეფონო ანძის ჩანაწერები. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა ლევან მაისურაძე, რომელიც ასევე მოწმის სახით დაიკითხება. იმ მომენტისთვის მის ტელეფონს იყენებდა მიხეილ თათარიშვილი. პოლიციამ დაუშვა შეცდომა, როცა ის ტელეფონი ეგონა მიხეილ თათარიშვილის, წაიღეს ექსპერტიზაზე და ინახება პოლიციაში. რეალურად, ეს ტელეფონი იყო ლევან მაისურაძის და ამას ადასტურებს ყველა დოკუმენტი. მეტი რა დარღვევა უნდა გამოიკვეთოს, როცა ადამიანს საერთოდ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია და 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს? ისე გამოგვიყვანეს, თითქოს 10 კაცი გვყვავდა დახოცილი, გადაგვიგრიხეს ხელები, გინება, ყვირილი, დანა დაადეს მიშოს, ყელში ხელი მოუჭირეს. მიშო იქიდან მიყვიროდა – დანას მადებენ, მიშველე, მე კი აქეთ ვიყავი განეიტრალებული, ვერ მივდიოდი მიხეილ თათარიშვილამდე. მანქანაში ჩატენეს და გააქრეს”, – განაცხადა პრეზიდენტის სიძემ.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close