საზოგადოება

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ურჩევნიათ, არ მოატყუონ საზოგადოება“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოახმაურა პრეზიდენტის შეფასებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ:

„ძალიან არ მიხარია ასეთი ხისტი შეფასების გაკეთება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლეებს  ნამდვილად ურჩევნიათ, არ მოატყუონ საზოგადოება. საზოგადოება ამ ტყუილებს ნამდვილად არ დაიჯერებს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თუ ხელისუფლება მართლა ირგებს თავის თავზე კონსტიტუციას, მაშინ რატომ აწყობს სათავისოდ უარესი საარჩევნო სისტემა. მაშინ როდესაც გვაქვს მშვენიერი საარჩევნო სისტემა, რომელიც უფრო მაღალი გარანტიაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნოს ძალიან დიდი ხანი ხელისუფლება, ამაში ლოგიკა არ არსებობს,“-აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯოდმარე მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close