ჯანდაცვა

ექიმების საპროტესტო აქცია თბილისში

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასთან საპროტეეტო აქცია მიმდინარეობს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მინაწილეების განცხადებით, სახელმწიფომ შენობა-ნაგებობები დანაშაულებრივი გარიგებით, ნახევარ ფასად მიჰყიდა შპს “ავერსი-ფარმას”. “ავერსის” დირექტორი პაატა კურტანიძის განცხადებით ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად უნდა გახსნას. აქციაზე მისული თანამშრომლები მათი პრობლემების შესახებ პრემიერის საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავენ. პრემიერი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება და აქციის მონაწილეების პრობლემებს ისმენს.

წყარო: geopressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close