რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სარკეებიანი სახლი ბორჯომში, რომელიც საყვარელ ქალს აჩუქეს

ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელთან  ორსართულიანი, აღმოსავლური სტილით ნაშენები სახლი ყველა  დამსვენებლისა და ტურისტის ყურადღებას იპყრობს. მისი განსაკუთრებული არქიტექტურის შემხედვარეს გამიჩნდა სურვილი, გამეგო ყველაფერი ამ სახლის აგებისა და ისტორიის შესახებ. სამწუხაროდ, მასზე ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისაგან ვერ მოვიპოვე, ამიტომ დახმარება ისტორიკოს ბაკურ გელაშვილს ვთხოვე.

მისგან შევიტყე, რომ სახლი 1892-1893 წლებში  აშენებულა. 1175  კვადრატული მეტრის აგარაკი, 30 ოთახით საქართველოში ირანის საელჩოს წარმომადგენელს, მირზა რიზა ხანს საყვარელ ქალისათვის მიუძღვნია. სამწუხაროდ, ქალის ვინაობა უცნობია. გამომდინარე იქიდან, რომ სახლი აღმოსავლური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სტილით არის აშენებული, მორთულია ფიგურული ორნამენტებითა და ფერადი, უმეტესად ფირუზისებური სარკეებით, ამიტომაც  სახლს „ფირუზა“ ეწოდა.

 

აგარაკის სხვა დეტალები _ აივანი, კიბეები და მოაჯირიც განსაკუთრებულად მიმზიდველია და არც ერთ გამვლელს ტოვებს უემოციოდ. 1925 წლიდან შენობაში განთავსდა სანატორიუმი „ფირუზას 1“, ხოლო 1993 წელს  მასში შესახლდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები. 2012 წელს ნაგებობას ჩაუტარდა რესტავრაცია.

მარიამ მახნიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close