რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რომელი უწყებები მოხვდნენ სახალხო დამცველის ანგარიშის 800 გვერდიან დოკუმენტში?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველის ანგარიშში დაფიქსირებული მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით, ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ალექსანდრე ჯეჯელავა სახალხო დამცველის ანაგარიშს ეხმაურება, რომელიც 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი ფაქტები გამოავლინოს. სამწუხაროდ, ფაქტები სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და მთელი ჩვენი რეფორმები წარსულის გამოცდილებაზეა აგებულია. ბოლო რამდენიმე წელიწადში შევძელით, რომ თვისობრივად შეგვეცვალა მთელი იმ მიმართულებით მდგომარეობა, რა მიმართულებაც სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული და ამას სახალხო დამცველის ინსტიტუტიც ადასტურებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას პარლამენტში 11 აპრილიდან დაიწყებენ.

800-გვერდიან დოკუმენტში, კონკრეტული გახმაურებული საქმეების გარდა, სამართალდამცველ უწყებებში, სასამართლო და პენიტენციურ სისტემებში არსებული ვითარებაც მოხვდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close