სამართალი და კრიმინალი

პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

ოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები – ჯამში მოპარული ნივთების რაოდენობა 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს.
აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close