რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პოლონეთში სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა საქმეებს განიხილავენ

ალექსანდრე ახალკაცი, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი:

_ ივნისში, ქალაქ პოზნანში (პოლონეთი) გაიმართება გამოფენა საქართველოს შესახებ. პოლონეთის მხარე ძალიან სერიოზულად ემზადება აღნიშნული ღონისძიებისათვის. ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება მარჩინ ოლეინიკი, პოლონელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომლის კალამს უკვე ეკუთვნის საქართველოს შესახებ ერთი წიგნი, ხოლო მეორე წიგნი მან სააკაშვილის რეჟიმს მიუძღვნა. სწორედ ბატონო მარჩინი აღნიშნულ მოხსენებისას განიხილავს ორ ქეისს, ეს იქნება ჩემი და ვახტანგ მაისაიას საქმეები,(მან სწორედ ჩვენს საქმეებზე გადაწყვიტა პოლონეთში წიგნის გამოცემა და ეს საქმე თითქმის ბოლოში გაიყვანა უკვე, რისთვისაც უდიდესი მადობა მას ჩვენგან). ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააკაშვილის დიქტატის საერთაშორისო საზოგადოებისათვის გასაცნობად. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულნი ვართ მე და ვახტანგ მაისაიაც და გვექნება სიტყვით გამოსვლის საშუალება, რათა სააკშვილის და მისი დამქაშების შესახებ კიდევ ერთხელ ვაცნობთ საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ევროპელ მეგობრებს.
მადლობა პოლონეთს!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close