რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

პოლიციის შენობის ერთ-ერთი ოთახიდან ისმოდა მამაკაცის ყვირილი – რა მოხდა ისანი-სამგორის პოლიციაში?

ადვოკატი ზურა თოდუა euronews.ge -ს პოლიციელების მხრიდან მოქალაქის, შ. პაკელიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ღირსებაშემლახავ ქმედებებესა და ნარკოტიკის ჩადების ფაქტზე ესაუბრა. ცხადია, მან დააფიქსირა დაცვის მხარის პოლიცია და ის მტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომელიც თავად მოიპოვა.

 ზურა თოდუა: 

_ 2017 წლის 23 მარტს, საღამოს 21:30 საათზე, ქ. თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს VII განყოფილების პოლიციელებმა დააკავეს მოქალაქე შოთა პაკელიანი, რომელსაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თან ჰქონდა ე/წ ბიო ნარკოტიკი. პოლიციელების დანახვაზე შ. პაკელიანი გაიქცა, დაახლოებით 15-20 მეტრში კი ის დაეცა. ცხადია, დააკავეს, ჩაუტარეს ადგილზე ჩხრეკა და მარჯვენა ჯიბეში აღმოუჩინეს ბიო ნარკოტიკი.
პოლიციელების ჩვენებებით, როდესაც პაკელიანი გაიქცა, მათ კარგად დაინახეს, რომ მას ამოხეული ჰქონდა მარჯვენა მუხლზე შარვალი და სახეზე არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. გაქცევის პროცესში, პაკელიანმა ხელი ჩაიყო მარჯვენა ჯიბეში, რაღაც ამოიღო და გადაყლაპა. პოლიციელებმა დაკავებულს ადგილზე ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც პაკელიანს მარჯვენა ჯიბეში აღოაჩნდა ბიო.
განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული გახდა შეუძლოდ. 00:30 სათზე გამოიძახეს სასწრაფო, ექიმებმა გადაუხვიეს მუხლი. ერთ საათში მეორე სასწრაფო ეკიპაჟიც გახდა საჭირო, ხოლო ღამის 3 საათზე კომატოზურ მდგომარეობაში აუცილებელი გახდა დაკავებულის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა (გაიხსნა გადაყლაპული ნარკოტიკი).

 _ დაცვის მხარის პრეტენზიები რაში გამოიხატება?

_ მოგახსენებთ. რეანიმაციაში განხორციელდა დაკავებულის ფოტოგადაღება. დაზიანებები, რომელიც პაკელიანს ჰქონდა, არ შეიძლება მიიღოს ადამიანმა დაცემის შედეგად. იგი მხოლოდ თვითდაზიანების ან სხვა პირის ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს. პოლიციელთა განმარტებით, დაზიანებები პაკელიანმა დაცემისას მიიღო, რადგანაც, როდესაც გარბოდა, არავითარი დაზიანებები არ გააჩნდა.
საქმეში ჩავერთე 24 მარტს, ანუ დაკავებიდან ზუსტად 14-ე საათზე, მოვითხოვე ჩხრეკა-დაკავების ოქმი. გამომძიებელს იგი არ აღმოაჩნდა. დამიბარა ერთ საათში. შემდეგ კიდევ ერთი საათით გადაწია დრო. ამდენად, საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი შედგა არა დაკავებისთანავე, როგორც საქმეშია, არამედ დაკავებიდან 16-ე საათს.
საქალაქო სასამართლო სწორედ ამ ყალბ დოკუმენტს დაეყრდნო და იგი გახადა დაპატიმრების საფუძველი.
ჩემს მიერ გამოკითხული მოწმეები, უცხო პირების მიერ პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრები, უტყუარად მეტყველებენ ფაქტებზე, რომ პაკელიანის მიმართ განხორციელდა ძალადობა. სახეზე არსებული დაზიანებები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ დაცემით მიიღოს ადამიანმა.
ვიდეო ფაილებით დასტურდება, რომ პოლიციის შენობის ერთ-ერთი ოთახიდან ისმოდა მამაკაცის ყვირილის ხმა და ამ ხმაზე პირველი რეაგირება მოახდინა დაკავებულის მამამ. მან იკითხა, რატომ ყვიროდა მისი შვილი. გამოკითხულმა მოწმეებმა ასევე უტყუარად დამიდასტურეს პაკელიანის საჯაროდ გაშიშვლების ფაქტი, სხვა, უცხო პირთა თანდასწრებით. აღნიშნული ქმედება კვალიფიცირდება, როგორც ღირსების შემლახავი ქმედება.
დაპატიმრება გასაჩივრებულია და ახლა ველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close