პოლიცია ოჯახის წევრებზე მოძალადეს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებს
ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი:
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლე მოძალადისაგან ქალის, არასრულწლოვანისა და ოჯახის წევრის დასაცავად ?
✅ საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მოძალადისაგან ქალის, არასრულწლოვანისა და ოჯახის წევრის დაცვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებას.
? კანონის თანახმად, შემოღებული იქნა მოძალადეზე ე. წ. ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი.
? ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე.
✅ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის რისკს შეამცირებს, ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ ინფორმირებასა და მძიმე შედეგების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
? მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთვრობას ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარმოდგენისთვის.