რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების საყურადღებოდ!

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო «Апсныпресс» სოხუმის კომაროვის სახ. №6 სკოლაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასახავს.

რას ნიშნავს გიორგიევსკის ბაფთა? ამასთან დაკავშირებით ყოფილი სამართალდამცავი – ზაზა ჭაია წერს: 

,,ო კ უ პ ა ნ ტ ი ს ნიშანი და დამღა!
– გიორგის ბ ა ფ თ ა ანუ Георгиевская лента არის ორფეროვანი ბაფთა, რუსული: წმინდა გიორგის ორდენისათვის, წმინდა გიორგის ჯვრისთვის, წმინდა გიორგის მედლისთვის, რუსეთის იმპერატორების გვარდიელებისათვის, რუსული დროშებისა და სტანდარტებისთვის.
– გიორგის ბაფთის შავი და ნარინჯისფერი ფერები აღნიშნავს, რ უ ს ე თ ი ს სახელმწიფო ღ ე რ ბ ი ს ფერებს: შავი – ო რ თ ა ვ ი ა ნ ი არწივი, ო ქ რ ო ს – ნარინჯისფერ ფონზე.
– გიორგის ბაფთიანი ორდენებით, 1769 წლიდან ჯილდოვდებოდნენ და ჯილდოვდებიან: რუსეთის იმპერიის არმიაში, თეთრ არმიაში, 1942 წ-ან წითელ არმიაში (,,გვარდიული ბაფთა”) და რუსეთის ფედერაციაში.
– გიორგის ლენტის «Гео́ргиевская ле́нточка» – რუსული არმიის ნიშნის გავრცელების აქცია, 2005 წ-ს, ნებადართული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ.
– იმ პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი ს ა და ე ქ ს პ ე რ ტ ე ბ ი ს საყურადღებოდ, ვინც ვერ გარკვეულა, გიორგის ბაფთის კუთვნილების ისტორიასა და დატვირთვაში: გიორგიევსკის  ბაფთა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქართულ ტ რ ა დ ი ც ი ა ს თ ა ნ, ქართულ ჰ ე რ ა ლ დ ი კ ა ს თ ა ნ, ქართულ ფ ა ლ ე რ ი ს ტ ი კ ა ს თ ა ნ და ქართული არმიის ი ს ტ ო რ ი ა ს თ ა ნ, გახლავთ – რ უ ს ე თ ი ს იმპერიის, ს ა ბ ჭ ო თ ა კავშირის და რუსეთის ფ ე დ ე რ ა ც ი ი ს ორდენების და დროშების ა ქ ს ე ს უ ა რ ი, რომლის დ ღ ე ს ტარება ან გამოყენება, წარმოადგენს ო კ უ პ ა ნ ტ ი სახელმწიფოსადმი აშკარა ლოიალობის გამოხატულებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close