სხვა
პოეტის მოურჩენელი ტკივილი
ტარიელ ხარხელაური: „ვიცოდი, ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით... რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი“
პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემა „მამების დროს“ სტუმარი გახლდათ. მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე, შვილის გარდაცვალებაზე ილაპარაკა:
.
ერთ-ერთ თემა, რაზედაც პოეტმა ისაუბრა შვილის ტრაგიკული გარდაცვალება იყო.
„ყველა ტკივილის გამო მე ღმერთს მადლობას ვუხდი, იმ ტრაგიკული დღის გამოც კი. არასოდეს დამისვამს კითხვა ღმერთისთვის: „რისთვის? რატომ?“
ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით. რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და დავუწერე ერთი ლექსი: „არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. ეს იყო რომ დაიბადა ბავშვი… ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია, არანაირ ღირებულებაზე არ გამიცვლია, – აღნიშნა ხარხელაურმა.