საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას – “Feedc Edu”-ს სთავაზობს. https://edu.feedc.com/

 პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

 მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. მარტივია რეგისტრაციის გავლა.

► დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე – Feedc Edu ქართული სოციალური პლატფორმის Feedc-ის გუნდმა შექმნა.

► თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის გაცნობა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე ჯგუფში – „Feedc Edu” გაწევრიანება, შეკითხვების ელ.ფოსტაზე – edu@feedc.com გაგზავნა ან ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417 დარეკვა

 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.

 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი, „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებში, მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს უყურებენ. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

#StopCoV #COVID19
#განათლება

კომენტარები