რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პირველი პარლამენტარი ქალი, რომელმაც სხდომაზე ბავშვი ძუძუთი გამოკვება

    სენატორმა ლარისა ვოთერსმა ავსტრალიის პარლამენტში სხდომის დროს ბავშვი ძუძუთი გამოკვება. ლარისა მწვანეთა პარტიის წევრია. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც გამოიყენა შარშან ამოქმედებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.
 „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი და დედა პარლამენტში და გვიჭრდება მათთვის კომფორტული სამუშაო გარემო და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობა“ – წერს პოლიტიკოსი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ამ საკითხზე უკვე იყო მსჯელობა მსოფლიოს სხვა რამდენიმე საკანონმდებლო ორგანოშიც.
  ბრიტანეთის პალატაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ბავშვის ძუძუთი კვების დაშვების საკანონმდებლო ინიციატივამ შეიძლება ბულვარულ გამოცემებს დაცინვის საბაბი გაუჩინოს.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close