საზოგადოება

პირველი ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება

პირველი ივლისიდან პოლიციას ეძლევა უფლება, მის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეო ტექნიკა, აგრეთვე არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოგრაფიკას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში. უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია განადგურდება 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close