პირველად 40 წლის განმავლობაში, საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა. ამ იშვიათი და მშვენიერი კადრების დაფიქსირება მოყვარულმა ფოტოგრაფმა ქარიმ ბოუჩიტატამ შეძლო. ფოტოგრაფმა საჰარiს უდაბნოს თოვლი ქალაქ აინ საფრაში გადაიღო. ქალაქი უდაბნოს ჩრდილოეთით მდებარეობს და ცნობილია, როგორც “უდაბნოდან გასასვლელი კარიბჭე”. “ყველა გაოცებული და შეძრწუნებული იყო თოვლის ნახვით, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. საოცარი იყო თოვლის ფიფქების დაცემა ქვიშაზე , ძალიან მაგარი კადრი შეიქმნა”, – აცხადებს ფოტოგრაფი და დასძენს, რომ თოვლი დაახლოებით ერთ დღეში დადნა.

კომენტარები
Загрузка...