ეს სტატია ერთი თვის წინ გამოქვეყნდა ,,ალია”_ში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეგვპირდა ( წერილში გაეცნობით _ ნ.ვ.), მას შემდეგ ყური არავის შეუბერტყავს და ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად, შიშით ელოდებიან გაწვიმებას, ხევის ადიდებას და საკუთარი კარმიდამოს სოფლის ნარჩენებით გაბინძურებას, ყურადღებას არავინ აქცევს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამოფხიზლების მიზნითა და სურვილით, ამჯერად  euronews.ge  აქვეყნებს აღნიშნულ  წერილს.

euronews.ge -ს რედაქტორი და დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი.

,, ხელისუფლების დაუდევრობითუგულისყურობითა და მოსახლეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგად საშინელ სიბინძურეში მყოფმა სამმა ოჯახმა სიღნაღის მუნიციპალიტეტიდანდასახმარებლად ,,ალიას“ მიმართაგვითხრესრომ ყველამედიასაშუალებას შეატყობინეს რა მდოგომარეობაშიც იმყოფებიან – «რუსთავი 2»-იც ჩააყენეს საქმის კურსშიმაგრამ არავინ  დაინტერესებულა. ,,თქვენი იმედიღა დაგვრჩაიმის გამორომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაშიყურადღება არ მოგვაქციაანტისანიტარიაში და სიბინძურეში გვიწევს ცხოვრებასოფელში ვცხოვრობთმაგრამსუფთა ჰაერი ვერ ჩაგვისუნთქავსსაშინელი ჭუჭყის გამომწერები და გველები შემოგვესიაპატარა ბავშვებს  სახლიდან გარეთ ვერ ვუშვებთთუმცა ჩვენი სახლებიც ავარიულ მდგომარეობაშია და როდის ჩამოინგრევაღმერთმა უწყისო“ – შემოგვჩივლეს მათ.

დაუჯერებელი ამბავირომელსაც დაზარალებული ადამიანები თავად მოგვიყვნენსიღნაღის მუნიციპალიტეტისსოფელი ვაქირის ცენტრშინავის უბანში ხდებახევირომელიც ამ ტერიტორიაზე ჩამოდისწლების განმავლობაშიარავის გაუსუფთავებიაამიტომაც გამტარი გვირაბი გაჭედილია და ჭუჭყირომელიც წვიმის დროს ხევის ადიდებასმოჰყვებამოსახლეობის ეზოებში მიედინება.  როგორც გვითხრესადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლისაქმის კურსშიამაგრამ საქმეს არავინ აკეთებს და საშინელ სიბინძურეში მყოფ ოჯახებს წლების განმავლობაშიდაპირებებით კვებავენ.

ოთარ ჯანიკაშვილიდაზარალებული:

– ამ სოფლის მკვიდრი ვარეს სახლი 2006 წელს ვიყიდემაშინ ასეთი პრობლემები არ გვქონდახევირომელიცსოფლის ზედა ნაწილიდან იწყებაცენტრალურ მაგისტრალს კვეთს და ჩვენ სახლთან ჩამოდისკომუნისტების დროსხევზე ააშენეს .ბოგირი და ჩვენი ეზოს ქვეშმიწაში  გააკეთეს ბეტონის გამტარი გვირაბირომელსაც მოვარდნილიწყალი უნდა გაეტარებინაწინათ ბოგირის ქვედა ნაწილსა და წყლის გამტარს სახელმწიფო ასუფთავებდარადგან ეს ყველაფერი მათ ეკუთვნითმაგრამ ბოლო პერიოდში აღარ წმენდნენ და პრობლემაც ამის გამო გაჩნდა. 4 წლის წინდაიწყო ჩვენისამი ოჯახის უბედურება.

წყალს ჩვენს ეზოებში შემოაქვს ის ნარჩენებირაც ხევს მოაქვს მოვარდნის დროსათასგვარი სიბინძურით ისე ივსებასაცხოვრებლის წინა ტერიტორიაოთახებიდან გამოსვლას ვეღარ ვახერხებთმაღალყელიან ბოტებს ვიცმევთ და ისევმოძრაობთ საკუთარ ეზოში, 2-3 კვირის განმავლობაშიყოველი წვიმის დროსსანამ მიწა არ გაშრებამერე კივიწყებთ სიბინძურისგან ეზოების გასუფთავებასწარმოიდგინეთ, 4 წელი ამ დღეში ვართ და ჩვენი პატრონი დამშველელი არავინ არისისეთი ძალა აქვს მოვარდნილ ჭუჭყიან წყალსმის მოტანილ ნაგავსრომ ქვითკირისღობეები დაგვინგრიახვლიკებითგველებითბაყაყებითმწერებით სავსეა ჩვენი კარმიდამოგუშინაც მოვკალი ჩემსეზოში გველიორი შვილი მყავს და ბავშვებს ამ სიბინძურეში ვაცხოვრებსხვაგან წასასვლელი არ მაქვსთორემ აქ როგორ გავჩერდებოდიჩემი 2 მეზობელიც იგივე მდგომარეობაშიათუმცა პირველ დარტყმას ჩემი ეზო და სახლიიღებსისე აქვს შეწოვილი მიწას ეს ბინძური წყალირომ ეზოშინებისმიერ ადგილზე ბარი რომ დაარტყაკანალიზაციის წყალი ამოხეთქავსსაშინელი სუნი დგებაპირბადეებით დავდივართ. 4 წელია ვიბრძვი იმისათვისრომხელისუფლების იმ სტრუქტურებმავისაც ამ ხევისხიდის  ქვედა ნაწილისა და გამტარის გასუფთავება ევალებასაქმეგააკეთონ და გაასუფთავონჩვენ მათი უპასუხისმგებლობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოვართ ასეთ საშინელ დღეში.

– ვის შეატყობინეთ თქვენი მდგომარეობა და რას გეუბნებიან?

–  სიღნაღის მერსგუბერნატორსსაკრებულოს თავმჯდომარეს… ყველსყველასმაგრამ თავიდან მიცილებენხვალ დამირეკეზეგ დამირეკეომეუბნებიან. 2-ჯერ ვიღაცები მოვიდნენ და ფოტოები გადაიღესმაგრამ სულ ტყუილადზოგი მეუბნებასაგზაო დეპარტამენტის გასაკეთებელია და განცხადებას იქ გადავგზავნითოზოგიცინფრასტრუქტურის გასაკეთებელიაო.

არჩევნების დროს კახეთის გუბერნატორიირაკლი შიოლაშვილი იყო ჩამოსული და საკუთარი თვალით ნახარამდგომარეობაც გვქონდაჯერ აქეთ შემოგვიტიათქვენს კუთვნილებაში რატომ უნდა შემოვიდეთ და გავასუფთავოთოავუხსენითრომ ეს სახელმწიფოს გაკეთებული გვირაბი იყო და არა ჩვენი წინაპრებისსახელწიფო ქონებისმიუხედავობის შედეგად ვიყავით დაზარალებულებიმერე  დაგვპირდაკაცურ სიტყვას გეუბნებითხვალიდანვეშევუდგებით ამის გაკეთებასომაგრამ ტექნიკისთვის საწვავი მაინც თქვენ უნდა შეიძინოთოამაზეც დავთანხმდითოღონდ გვშველებოდააიეს არის მაგათი კაცური სიტყვადღემდე  სიბინძურეში ვიხრჩობითხიდი და გამტარი გვირაბი მთლიანად უნდა გასუფთავდეს ან სხვა ხიდი გაკეთდეს და მაშინ ამოვისუნთქებთმაგრამ არ უნდათ ჩვენსგამო ფულის დახარჯვარადგან ხალხი არავის ედარდებასოფელში მერის წარმომადგენელმა გადმომცა ზემდგომების დანაბარებიმაგას დიდი თანხები სჭირდება და ბიუჯეტში არ გვაქვსოანუ პირდაპირ გვეუბნებიანჭირსაც წაუღიხართდაიხრჩეთ ქაქში და დაიხოცეთოჩვენ კიდევ იმდენი ფინანსები ვინ მოგვცაეს პრობლემა რომმოვაგვაროთ?

– სასამართლოს რატომ არ მიმართავთიქნებ მან აიძულოს ხელისუფლების სტრუქტურებითავისი გასაკეთებელირომ გააკეთონ?

–  მაგაზეც ვიფიქრეთმაგრამ როგორი უსამართლოდაკვეთების შემსრულებელი სასამართლოც გვქონდასააკაშვილის დროსისეთივეა ახლაცარ მჯერარომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს სასარგებლოდგადაწყვეტს ამ დავასამიტომაც არ მივმართავთ სასამართლოსისევ თქვენი იმედი გვაქვსრომ ხელისუფლებისსტრუქტურებთან ბრძოლაში გვერდით დაგვიდგებით და ერთად ვაიძულებთ მათის საქმე აკეთონრაც ევალებათ.

მეორე პრობლემაც გვაწუხებს სამივე ოჯახსრომელიც ასევე არის სახელმწიფოს მოსაგვარებელიჩვენი სახლებისუკან გადის ცენტრალური სამანქანო გზასადაც წვიმის დროს გუბდება წყალი და სახლის კედლებიდან ჩვენთანშემოდისწინ სოფლის ნაგავიტალახი და სიბინძურე გვახრჩობს და უკანშარაგზიდან შემოვარდნილი წყალი.

ლია ტურიაშვილიდაზარალებული:

– ოთარის გვერდითა ვცხოვრობჩემი ეზოს ქვეშაც გადის ხევის გვირაბიამას წინათ წყალი მოვარდაეს გვირაბიმოულოდნელად ჩაინგრა და შიგ ჩავვარდიძლივს ამომათრიესსიკვდილს გადავრჩიეზოში საღორე გვაქვს დაცხოველებიც წყალში ცურავდნენიმის საშუალებაც სად მაქვსჩანგრეული გვირაბი კაპიტალურად გავაკეთო და ეზოშისაშიშროება ავირიდოთხელი თუნუქი დავაფარე და იმაზე დავდივართყოველ წუთას შეიძლებავინმე იმსხვერპლოსდა ჩავარდესსახელწიფოს გასაკეთებელიამისი კუთვნილებაა და გასუფთავებაც და შეკეთებაც მისი ვალდებულებაამაშ ვისიწვიმის დროსეზოში ბინძური წყალი რომ მოვარდება ხოლმემეორე სართულზე გავრბივართ და ღმერთსვევედრებითიქამდე არ ამოვიდესსახლის უკანა მხრიდან მოვარდნილმა წყალმაც გადმოხეთქა კედელი და სახლიდამიტბორასაძინებელ ოთახებში იატაკი ჩაგვენგრა და  ორმოები გაჩნდახელმოკლედა ვცხოვრობამდენი რამისგაკეთება სად შემიძლიაგაუსაძლის ყოფაში ვართ სახელისუფლებოს დაუდევრობის გამო და არც ის უნდათდაგვეხმარონმდგომარეობა გამოასწორონ.

ხიზო დემეტრაშვილიდაზარალებული:

– წვიმის დროს ხევის გაბინძურებული წყლით რომ ივსება ეზომე და ჩემი შვილი სახლში ვიკეტებითარაერთიგანცხადება დავწერე მეზობლებთან ერთადმივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებასმაგრამ ყურადღებას არავინგვაქცევსრამდენ ხანს გავძლებთ ამ ყოფაშიარ ვიციყველა წვიმის მოსვლას შეშინებულები ველოდებითდაგვცინიანსახელმწიფოს აღმოსაფხვრელია ხევის გამო წარმოშობილი პრობლემაც და ცენტრალურმაგისტრალთან დაკავშირებული წყლის შემოვარდნებიცმაგრამ  იმაზეც თანახმა ვართტექნიკაში საწვავი ჩვენჩავასხათ და გაწმენდითი სამუშაოები როგორმე ჩატარდესმაგრამ არც ამას აკეთებენსაერთოდ არაფრადგვაგდებენ. 4 წელია სახლებში საშინელი სიბინძურე გვაქვსვის მივმართოთაღარ ვიცითსანამ მსხვერპლით არდასრულდება ეს ამბავიიქამდე ყურს არ შეიბერტყავენარადაბოლო აუცილებლად ეს იქნება.

.

სიღნაღის მერიასაკრებულომაჟორიტარი დეპუტატი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეეცადნენ, ,,ალიას“ ჟურნალისტისთვის და სამი დაზარალებული ოჯახისთვის თვალში ნაცრის შეყრითა და ერთმანეთზეგადაბრალებით თავის დაძვრენასინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გადმოგვცა წერილებისადაც წერიარომ კომპანია «აიჯიეიჩი» 2019 წლის მაისში ატყობინებს საავტომობილო გზებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროსრომ მათ დაევალათ თბილისიბაკურციხელაგოდების საავტომობილო გზაზეხუთმილა წყალთან მოსახლეობის სახლებისა და ეზოების დატბორვის საკითხის შესწავლაამ ტერიტორიაზე არისსანიაღვრე არხირომელიც არ ეკუთვნის საავტომობილო გზებსამიტომ ეს საკითხი სცდება ჩვენს კომპეტენციასოანუ ამ წერილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიგვანიშნარომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტისმოსაგვარებელია.

ამის შემდეგ კახეთის ყოფილ გუბერნატორსამჟამად მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს შევეხმიანეთრომელმაც არ უარყორომ ამ ოჯახების მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცის,

,,მე ვიყავი ამ ოჯახებშისიღნაღის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთადრომელიც ამ სოფელში ცხოვრობსგავეცანითპრობლემასიქვე გადაწყდარომ მუნიციპალიტეტი დაეხმარებოდა ოჯახებს ტრაქტორითმანქანებით დაერთობლივად ჩატარდებოდა სამუშაოროდესაც იქნებოდა მზაობა ამ ოჯახებიდანრომ მათი ჩართულობითმოგვარებულიყო ეს საქმემაშინვე დაიწყებოდა სამუშაოებიარ ვიციმიაკითხეს თუ არა მათ მუნიციპალიტეტსანრა უთხრეს“ – გვითხრა შიოლაშვილმა..

ცხადიაამის შემდეგ სიღნაღის მერსგოგი გოგოლაშვილს გადავურეკეთ

რომელმაც გვითხრარომ ეს საქმესაგზაო დეპარტამენტმა უნდა მოაგვაროსსაკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილის თქმით კიაღნიშნულისაკითხის მოსაგვარებლად საჭიროა დიდი ფინანსებიდაახლოებით ნახევარი მილიონიეს თანხა კი რაიონს არ  აქვსთუმცა საკრებულოს კომპეტენცია ცდება და ეს საკითხი მერიამ  და საგზაო დეპარტამენტმა უნდაგადაწყვიტონროცა ვიკითხემითხრესრომ საგზაო დეპარტამენტს გაუგზავნეს წერილიდანარჩენი არ ვიციომოგვიანებითსაკრებულოს თავმჯდომარემ 

თავად დაგვირეკა და განგვიმარტათქვენი ზარის შემდეგ ვესაუბრეინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასშემპირდნენრომ ორშაბათისთვისმიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით დაეხმარონ ამ ოჯახებს პრობლემის გადაწყვეტაშიო.

ჩინოვნიკების კომენტარებიდან გაიგეთ რამემიხვდითრომელი უწყების  მოსაგვარებელია აღნიშნულიპრობლემაჩვენ ვერახოდააბა წარმოიდგინეთამ მოჯადოებულ წრეში რა უნდა გააწყოს რიგითმა მოქალაქემროგორ უნდა იპოვოს სამართალიიმედია, «ალიაში» რომ დაიბეჭდება ეს სტატია და კარგი შოლტი მოხვდებათგატოკდებიანვნახოთ!

ნელი ვარდიაშვილი”

კომენტარები
Загрузка...