რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„პიდარასტებმა და ნაციონალებმა უკან დაიხიეს“ – 31 მარტს მის ტრანსგენდერი აღარ ჩატარდება

„გილოცავთ !!! ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.პიდარასტებმა და ნაციონალებმა უკან დაიხიეს.31 მარტს მის ტრანსგენდერი აღარ ჩატარდება.ახლახანს ორგანიზატორებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება,რომ ხალხის აგრესიის გამო კონკურსი გაუქმდა.მეგობრებო!!! ალბათ ყველა დარწმუნდით,რომ მიუხედავად მილიონებით დაფინანსებისა,თუ ჭეშმარიტი ქართველები ერთად დავდგებით,მაშინ ვერანაირი გარყვნილი მანქურთი ვერ მოგვერევა.31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 27 წლისთავი და ქართველი ერი საზეიმოდ აღნიშნავს ამ დღესასწაულს.ნუ შეშინდებით,ნუ დაგეზარებათ და ერთად ყოფნით ყოველთვის გავიმარჯვებთ !!! ღმერთი ფარავდეს საქართველოს !!!“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე – სანდრო ბრეგაძე.

ამის შესახებ „ტაბულა“-ც წერს:

„კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017”, რომელიც 31 მარტს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ დაუდასტურა.

ბერიანიძის თქმით, კონკურსის გადადების მიზეზი ძალადობის მოსალოდნელი საფრთხე გახდა, რადგან Facebook-ზე აგრესიული მომხმარებლების მობილიზება დაიწყო.

„რადიკალი ჯგუფები მობილიზდნენ და დაიწყეს ჯგუფებში პოსტვა, რომ “ხალხო, შევიკრიბოთ”, “აქცია ჩავატაროთ”, “არ დავუშვათ”… ამის გამო გადავწყვიტეთ, დროებით გადავდოთ. ცემა-ტყეპა არ გვინდა. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბულ გარემოში კონკურსის ჩატარება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად. შესაძლოა, მომავალში ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით”, – ამბობს ბერიანიძე ტაბულასთან საუბარში.

31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. “მის ტრანსგენდერი 2017-ის” ორგანიზატორები თავად ტრანსგენდერი ქალები იყვნენ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close