სამართალი და კრიმინალი

“პიდარასტების დედა მო****ნ” – ახალგაზრდას ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

25 წლის ახლაგაზრდამ Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მას ცემის კვალი აღენიშნება.

როგორც დაზარალებულმა „ლიბერალს” განუცხადა, მას ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს.

„ავლაბარში ვიყავი და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირჟა იყო, რამდენიმე ტიპი იდგა და მე რომ დამინახეს დაიწყეს შეძახილები „პიდარასტების დედა მო****ნ“. მე ეს თავიდან არ შევიმჩნიე; მერე ერთი მათგანი მოვიდა, სიგარეტი ხომ არ გაქვსო და არა-მეთქი; მერე ჩემს ტატუზე გააკეთა აქცენტი რა გახატიაო, არაფერი-მეთქი და უხეშად ვუპასუხე, თავი დაენებებინა. მერე ხელი მტაცა ერთმა და გადამიყვანა შესახვევში; ხალხი იქაც მოძრაობდა; ერთხელ დამარტყა, მერე ამერია ყველაფერი, აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა და გავიქეცი, ტაქსიში ჩავჯექი და წავედი მეგობართან. პოლიციაში არ დამირეკავს, პირველად მოხდა ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში და თან მარტო ვიყავი…“, – აცხადებს დაზარალებული.

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ლიბერალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close