რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

პატრონს ძაღლი სამი დღე სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი -პეკინესის ტრაგედია

აი, როგორ ტირის პეკინესი რექსი თავშესაფარში… მიუხედავად იმისა, რომ ორწლიანი მეგობრობა არაფრად ჩააგდო და მიატოვა, მაინც მას მისტირის და მაინც მასთან მიუწევს გული. ჩვენთვის უცნობია, ოჯახის დანარჩენი წევრები თანახმანი იყვნენ თუ არა რექსის თავშესაფარში ჩაბარებაზე. შესაძლოა, ოჯახის მხოლოდ ერთმა წევრმა მიიღო ძაღლის თავიდან მოშორების გადაწყვეტილება. ე.წ. პატრონის თქმით, ძაღლი ბოლო სამი დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი და მას შემდეგ დაეწყო უკანა კიდურების პრობლემა. დანამდვილებით რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ დღეს რექსი ჩვენს პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკა ,,აიბოში“ მივიყვანეთ გამოსაკვლევად. გამოცდილი ვეტერინარის, ალექსანდრე ქანაშვილის თქმით, ძაღლი მოუვლელობით გაცივდა და დაემართა სახსრების ანთება. ამ ეტაპზე ექიმმა დაუნიშნა ამ მიმართულების მკურნალობის კურსი, რათა ანთებითი პროცესი ჩაქრეს. თუ ანტიბიოტიკებმა ჩააქრო ანთება და პროცესმა ქრონიკული ფორმა არ მიიღო, მაშინ ძაღლს პრობლემა აღარ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სიცივის დროს ყოველთვის ატკივდება სახსრები და შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულდეს მისი მდგომარეობა. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.

რექსის აყვანის უამრავი მსურველი გვიკავშირდება, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ძაღლს ესაჭიროება მკურნალობა. რა თქმა უნდა, ოჯახურ, თბილ პირობებში მკურნალობა უფრო შედეგიანი იქნება რექსისთვის.

 

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close