რედაქტორის გვერდისაზოგადოება

პატრიარქს ოპერაციას ორშაბათს, 13 თებერვალს გაუკეთებენ

ზვიად სეხნიაშვილი – ჩოხოსანთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი:

 _ ბერლინის კლინიკაში დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.
რაც მთავარია, ჩვენი ტკბილი პატრიარქი თავს კარგად გრძნობს !!!
მალე ჩვენი სულიერი მამა, უფლის წყალობით, ჯანმრთელი დაგვიბრუნდება !!!
თქვენი სამწყსო და ქართველი ერი გელით სამშობლოში დიდი სიყვარულით თქვენო უწმინდესობავ !!!
საპატრიარქოს ჩოხოსნები მალე ჩვენი ძვირფასი საჭეთმპყრობელისთვის კიდევ ერთ ჯანმრთელობის პარაკლისს გადავიხდით. თარიღს გაცნობებთ უახლოეს ხანებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close