სამართალი და კრიმინალი

პატრიარქის კურთხევით, ბრალდებულ დეკანოზს ციხეში აზიარებენ

პატრიარქის კურთხევით, არქიმანდრიტი დავითი და მამა კახაბერი ბრალდებულ დეკანოზს საპატიმროში მოინახულებენ და აზიარებენ. სასულიერო პირები ციხეში, სავარაუდოდ, 27 ივნისს შევლენ.

ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“საუბარს გვაწყვეტინებდნენ მამა დავითი, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი. ვთქვით, რომ 4 თვეა ზიარებას ითხოვს. პატრიარქს რაღაცის თქმა სურდა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

ბრალდებული დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close