პოლიტიკა
,,პასუხისმგებლობას გაურბის მძარცველი. მიდის, რათა ისევ იყოს, ლენინივით…”
,,ივანიშვილმა მთელი ქონება ფონდ ,,ქართუში" გადაიტანა_ამერიკის შიში ოხერია"
ამ საუკუნის თაღლითმა მალე ახალი პარტია თუ არ გააკეთოს კულუარულად, ახალგაზრდა ლიდერებით, აგერა ვარ და აგერაა გერმანია. ვითომ ოპოზიციაში გადასული ქოცები გავიხსენოთ და ბერას სამეგობროს პარტია, არჩევნების წინ რომ შეიქმნა.
პასუხისმგებლობას გაურბის მძარცველი. მიდის, რათა ისევ იყოს! ლენინივითაა! (თუმცა ამერიკიდამ შიში ოხერია და ფაქტიურად მთელი ქონება ფონდ “ქართუში” გადაიტანა)…
ეს თავისი ნებით გაუშვებს ქვეყნის ბერკეტებს, ძალით თუ არ გავაგდებინეთ?!
პ.ს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? რა და, ოლიგარქი ისევ წუხს, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ შექმნა, თუმცა იმედს არ კარგავს. ამონარიდი მისი წერილიდან: ,,ჩვენს თვალწინ იზრდებიან იმედისმომცემი ახალგაზრდები..ვიმედოვნებ, გამოჩნდება კეთილსინდისიერი ძალა, რომელიც აჯობებს ,,ქართულ ოცნებას” და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება”
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი