საზოგადოება

,,პარტიებად და არასამთავრობოებად გათითოკაცებულ საქართველოს მომავალი არ აქვს”

,,ტკივილიანი 13 ივნისი…
ორი წელი გავიდა ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან. მიუხედავად დიდი უბედურებისა, გული სიამაყით ამევსო, როდესაც ათასობით გულანთებული ახალგაზრდა გამოვიდა განსაცდელში ჩავარდნილი თანამოქალაქეების დასახმარებლად.

სტიქია, ბუნებრივი კატაკლიზმები კვლავ გრძელდება, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი სატკივარი, ჩვენი სამშობლოს მომავალია – უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, საზოგადოებაში ხიდჩატეხილობა გამდიდრებულებსა და უკიდურესად გაღარიბებულ ფენებს შორის კიდევ უფრო ღრმავდება. ნუთუ, უფრო დიდი ბუნებრივი კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება დაფიქრდეს და ერთსულოვანი გახდეს? მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ნუ გადააყოლებთ პირად ამბიციებს და სარგებელს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს…
13 ივნისს ბევრი ადამიანი სინანულითა და ცრემლებით გაიხსენებს დაღუპულ თანამემამულეებს, მაგრამ ამასთან ერთად გავიხსენოთ ჩვენი საოცარი ერთსულოვნებაც და ის მივმართოთ ჩვენი სამშობლოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. სხვანაირად პარტიებად და არასამთავრობოებად გათითოკაცებულ საქართველოს მომავალი არ აქვს” _ წერს სოციალურ ქსელში პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close