პოლიტიკა

პარლამენტი სახალხო დამცველს ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს

სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს. ამასთან, ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) მოხდება.

შესაბამისი ცვლილებები ასახულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტში, რომელიც დღეს პარლამენტს პირველი მოსმენით წარედგინება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ ზედიზედ ორჯერ არჩევა ვეღარ მოხდება.

IPN

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close