მსოფლიო

პარლამენტის შემდეგ, ირანის იმამ ხომეინის მავზოლეუმში ცეცხლი გახსნეს

ირანის დედაქალაქში კიდევ ერთი შეირაღებული თავდასხმა იმამ ხომეინის მავზოლეუმში მოხდა, სადაც ცეცხლი უცნობმა პირებმა გახსნეს. ირანული მედიის ცნობით, არიან დაშავებულები.

ცოტა ხნის წინ, ირანის პარლამენტში შეიარაღებულ თავდასხმას დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში სამი შეიარაღებული პირი იმყოფება, რომლებსაც თან „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები აქვთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია მძევლების აყვანის შესახებაც. თავდამსხმელებმა ცეცხლი კორიდორსა და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ზონაში გახსნეს. პარლამენტის შენობაში იმყოფებიან დეპუტატებიც. პარლამენტიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ძალები ვითარებას აკონტროლებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close