მსოფლიო

პარიზში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში განხორციელებული თავდასხმის გამო, საფრანგეთის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი პოლიციელს ბლაგვი საგნით თავს დაესხა.
პარიზში უსაფრთხოების მაღალი დონე მოქმედებს ბოლო პერიოდში საფრანგეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში განხორციელებული ტერაქტების გამო.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

pia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close