მსოფლიო
პაკისტანში მამაკაცს ფეისბუქსტატუსის გამო სიკვდილი მიუსაჯეს

პაკისტანში მამაკაცს ფეისბუქსტატუსის გამო სიკვდილი მიუსაჯეს. ტაიმორ რაზამ სოციალურ ქსელში ღვთისმგმობი პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც ის პაკისტანის პოლიციამ დააკავა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
პაკისტანის მთავარი პროკურორის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს სოციალური ქსელის სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან.
პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა.
კომპანია ფეისბუქს აღნიშულ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.
პაკისტანის პრემიერმინისტრის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა “გაუპატიურების” ტოლფასია
კომენტარები