რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, 45 წლის ქალი ქმარმა თოკით გაგუდა.

შს სამინისტრო განმარტავს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ქალი საკუთარ სახლში მეზობლებმა იპოვეს. მათი თქმით, მისი მეუღლე სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ასევე მეზობლების ინფორმაციით, ოჯახიდან ხმაურისა და ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ.
„როგორც ვიცით, თავად ჩაბარდა ბრალდებული გამოძიებას. ეს იყო გარდაცვლილის ქმარი. ჩვენთვის შოკი იყო ეს ამბავი. იმდენად მშვიდად იყვნენ, არასოდეს გაგვიგია მათი მაღალი ხმა. ხმაურიანი ოჯახი არ იყო. ის გოგოც ძალიან წყნარი ჩანდა“, – აცხადებენ მეზობლები. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამის შესახებ არავინ იცის. იმედია, სამართალდამცავები დაადგენენ სიმართლეს, თუმცა მიზეზი რაც უნდა იყოს, მას მაინც ვერაფერი გაამართლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close