სამართალი და კრიმინალი

ოჯახი ადასტურებს, რომ აშშ-ში დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ლევან მაყაშვილია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ სპორტსმენის ოჯახის წევრები და აცხადებენ, რომ დაკავების დეტალები მათთვის უცნობია. 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ლევან მაყაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

“ვიცით, რომ აშშ-ში დააკავეს ლევანი, დანარჩენი დეტალები არ ვიცით”, – აცხადებენ ოჯახის წევრები.

შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, წლებია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს. ის მშობლებთან და ძმასთან ერთად გორის რაიონის სოფ. ბერბუკში ცხოვრობდა.

როგორც დაკავებული სპორტსმენის თანასოფლელები ყვებიან, ის რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული საქართველოში.

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

პირველი არხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close