კატეგორიის გარეშე

,,ოცნებამ დააჭაობა ქვეყანა? – კი! ,,ზასტოია” ქვეყანაში? – კი!”

,,ვიქნებით ასე 2035 წლამდე, სულ მცირე!"

კაი უფრო ვრცლად და უფრო სერიოზულად დავწერ რატომ წააგო კიდევ ერთხელ ნაციონალურმა მოძრაობამ და რატომ ვერ მოუგებს ის ვერასოდეს ქართულ ოცნებას თუ ისევ ისე დარჩა ყვალაფერი, როგორც არის.
 ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ მთელი ეს წლებია ნაციონალურ მოძრაობას ამოძრავებს ზიზღი, სიძულვილი, ძალაუფლებაში დაბრუნების და რევანშიზმის დაუოკებელი სურვილი. ამ ხნის მანძილზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა (მით უფრო ახალი ლიდერების გამოჩენის ფონზე) გულწრფელად მოენანიებინათ სისაძაგლეები რაც ჩაიდინეს და გამხდარიყვნენ თანამედროვე, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ძალა. დისციპლინა და ორგანიზებულობა ისედაც თავზე საყრელი აქვთ, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ყველანი არიან სააკაშვილზე აბსოლუტურად დამოკიდებუილები. ოცნებას კი ივანიშვილის მონებს ეძახიან, მარა თვითონაც ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვთ შიგნით. სააკაშვილზე არ ვილაპარაკებ მეტს, ციხეშია და თან შიმშილობს და არ მინდა მასზე კიდევ რამე ვთქვა. ჰოდა, რატომ წააგო ახლა ყველა დიდი ქალაქი ნაცმოძრაობამ და რატომ მოიგო წალენჯიხა?! ციცო დეიდებზე და უბნის ძველ ბიჭებზე გადაბრალება არის სისულელე. ერთიც გამოიყენა ოცნებამ, მეორეც და კიდევ ბევრი რამ ტრადიციული წინასაარჩევნო სისაძაგლე (სხვათაშორის ნაცმოძრაობის აწყობილი სქემაა), მაგრამ მაგ ყველაფერს აქვს ზღვარი და ლიმიტი. სულ რამდენიმე პროცენტია მისი მასშტაბი. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ხალხი არ მივიდა მასობრივად არჩევნებზე. ნახევარი ამომრჩეველი დარჩა სახლში. 50 პროცენტიდან 10 რომ მისულიყო არჩევნებზე ვერანაირი სუსი, ციცო დეიდა და სასაცილო ძველი ბიჭები ვერ უშველიდნენ ოცნებას. რატომ დარჩა ხალხი სახლში? ესაა მთავარი კითხვა. რატომ ვერ აანთო ხალხი ნაც. მოძრაობამ? იმიტომ რომ ყველა გრძნობს რევანშიზმს. არანაირი პოზიტივი, არანაირი განვითარების ხედვა. უბრალოდ ხელისუფლების ჩაგდების სურვილი. და თან სიხარბე – მაგალითად დაეყენებინათ თბილისში ვთქვათ ბადრი ჯაფარიძე და არა ნიკა მელია მერობის კანდიდატად? ვერ დათმეს. ჰოდა ამ სიხარბემ ხალხი დატოვა სახლში. წალენჯიხაში კიდევ მოხდა ის, რომ ხალხი მასობრივად მივიდა არჩევნებზე, ოპოზიციური ელექტორატი არ დარჩა სახლში. ჰოდა, ამიტომაც ციცო დეიდების და იქაური ჩაცუცქულების ლიმიტი ოცნების მოგებას არ ეყო. 2012 წელს არჩევნების ბედი ხალხის ენთუზიაზმმა გადაწყვიტა და არა იმან, რომ კარგი არჩევნები ჩატარდა. ვერანაირმა გაყალბებამ ვერ უშველა მაშინ ნაციონალებს.
ცვლილებები საჭიროა – აუცილებელია! ოცნებამ დააჭაობა ქვეყანა – კი! ზასტოია ქვეყანაში – კი! მარა ეს აუცილებელი ცვლილებები არ მოხდება, სანამ აქეთ ქვეყნის დამჭაობებელი ოცნებაა და იქით მთავარი მისი მეტოქე ზიზღით შეპყობილი ნაც. მოძრაობა. ვიქნებით ასე 2035 წლამდე სულ მცირე!
გამოსავალი ისაა, რომ არა ნაც ქოცმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩვენი ამბიციები უკან გადავდოთ. საკუთარი თავებიც გავიძლიეროთ და საერთო ფრონტის გაძლიერებაზეც ვიფიქროთ. წაიღებთ ეხლა ამა ვრცელ სტატუსს დაგეშილი მედიები სრულად? შენც არ მომიკვდე. ..
ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close