,,ოცნებავ, ვიცი ჩემი რჩევა არ გაინტერესებს, მაგრამ მაინც!
მიშა იცი რითი გჯობნიდა? პიარით, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ფაბლიქ რილეიშენით. რაღაც ჭაობს გახსნიდა და მთელ სამყაროს შეყრიდა აქედან – იქიდან, ზევიდან-ქვევიდან, ვერტიკალ-ჰორიზონტიდან. ყველას ანახებდა ამ ამბავს, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივეს სხვადასხვა რაკურსიდან გააშუქებდა, თავის დიდ გავას გაუჩერებლივ დაატრიალებინებდა ყველა ტელეარხებზე, გაჰკიოდა:
-აბა, ნახეთ, სადმე გინახავთ ასეთი ჭაობი? ეს ყველაზე ჭაობური ჭაობია მსოფლიოში, ამაზე უკეთესი მარტო სან-ფრანცისკოშია და იმასაც უკვე ერხევა. ეს ჭაობი დაასაქმებს მილიონ ბაყაყს, გომბეშოს, კოკორინას, თახვს, წყლის ბუღას, ტკიპას, კოღოს…ამ ჭაობის დასაგემოვნებლად ჩამოვა უამრავი ტურისტი გრენლანდიიდან, ანტარქტიდიდან, პიტკერნის კუნძულებიდან, მარიანის ღრმულიდან, ევერესტიდან. ეი, შენ, ბებია, მოდი აქ! ის გამოიჭერდა ვინმე გზააბნეულ, მაგრამ პოლიტიკურად მომზადებულ ბებიას, შეაჯანჯღარებდა, შეასუნთქავდა თავის დამპალ ამონასუნთქს, ჰკითხავდა:
-აი შენ, ბებია, ხომ ხარ ბედნიერი ეს ჭაობი რომ გექნება შენი სახლის წინ?
ბებია (წვრილი ხმით, შეშინებული);
-გაუმარჯოს ჩემს პრეზიდენტ მიხეილ პირველწოდებულს, ვაშააააა!
და ა.შ.
ოცნება კი ააგებს კოსმოდრომს, ააწყობს ,,ფორდის” გადამამუშავებელ გიგანტს, მოაშენებს კოლორადოს ხოჭოს, გათხრის ტუნელს ლონდონიდან ბომბეიმდე, დაწერს ,,კამასუტრას” გაგრძელებას, აღმოაჩენს ბორჩალოში მოცარტის საფლავს, გამოიგონებს ანტიგრავიტაციას, ტელეპორტაციას, უკვდავების მიქსტურას, პენიცილინს, გაიცნობს და ჩამოიყვანს ღმერთს, შეკრავს ცის კამარას, და ყველაფერ ამის შესახებ ვინმე ენაბლუ კორესპონდენტი მკვდარი ხმით იტყვის “სტერეო-მინუსის” ტელეარხზე, ამინდის პროგნოზის შემდეგ.
რა, ასე არ არის?
ბავშვებო, პიარს მიმიხედეთ, პიარს.
მოიკოჭლებს თქვენი პიარი” _ აცხადებს დავით კალანდია. 

კომენტარები
Загрузка...