საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეგობარი, ვიდადი სკენდერი, რომელიც მისი თქმით, ოჯერ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და დევნილია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ, აცხადებს, რომ იძულებულია მიმართოს ხელისუფლებას, მისცეს იარაღის ტარების უფლება, რათა საკუთარი უსაფრთხოება ასე დაიცვან.

ამის შესახებ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს, ამასთანავე აღნიშნა, რომ ერთადერთია ზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელსაც პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული საქართველოს მთავრობისგან.

“არ ვიცი ქვეყანას დავტოვებთ თუ არა. დღეს მივმართავ მთავრობას თხოვნით, რომ მოგვცენ იარაღი, რომ თავი დავიცვათ. სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. საქართველოში 2016 წლის 10 ივნისს ჩამოვედი, ერთი თვის შემდეგ ჩემი სტატია დაიბეჭდა შვეიცარიაში, როგორ მართავს აზერბაიჯანს მაფია. ორი დღის შემდეგ ჩემი გოგოს მოტაცება უნდოდათ, სამი დღის შემდეგ კი მოხდა ჩემზე თავდასხმა. აქამდე არსად მითქვამს, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ დამიბარა და მთხოვა დამეტოვებინა ქვეყანა. მე მას ვკიტხე, რატომ მთხოვდა ამას, მან მითხრა, რომ კარგად გამეგო, რადგან აზერბაიჯანი გვაშანტაჟებსო”, – განაცხადა ჟურნალისტის მეგობარმა.

მისი თქმით, აფგანი საქართველოში აზერბაიჯანული მთავრობის ბიზნესინტერესების შესახებ საგამოძიებო სტატიას წერდა.

“ის კონკრეტულად ასახელებს გამოძიებაში რესტორენებს, ბანკებს. ისე გამიკვირდა საქართველოში როცა ჩამოვედი და ალიევის ძეგლი ვნახე. ამდენი გმირი გყავთ, რაღა ამ დიქტატორის ძეგლი გიდგათ ქალაქში?! აზერბაიჯანიდან იმიტომ წამოვედით, რომ გვჯეროდა საქართველოში დემოკრატია იყო. მას შემდეგ, რაც აფგანი გაიტაცეს, რატომ უნდა მჯეროდეს, რომ აქ არ მომკლავენ, ორჯერ სცადეს ჩემი შვილის გატაცება”, – განაცხადა სკედერმა.

ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. მუხტარლი ოჯახთან ერთად თბილისში 2015 წელს დასახლდა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები