საზოგადოება
ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2020/05/lilo.png)
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.
მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის რესტორანი.
წყარო: იმედიტვ