სამართალი და კრიმინალი

“ორი პოლიციელი მახსოვს, რომ მირტყამდა”

პაკელიანის საქმის სკანდალური დეტალები – ვიდეო კადრები, სადაც პოლიციელების მხრიდან შესაძლოა ადამიანის წამებასთან გათანაბრებული ქცევა იკვეთება. ისანი-სამგორის სამმართველოს, პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა, “ლიბერალმა” გაავრცელა.

კადრები შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ, მისი ჩხრეკის პროცესს ასახავს, სადაც ჩანს, რომ დაკავებულს პოლიციელები გარეშე პირების თანდასწრებით აშიშვლებენ და ჩხრეკენ. შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს, ნარკოტიკული საშუალების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებული პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა.

“შევედი თუ არა, იმ წამსვე დაიწყეს ჩემი შემოწმება. ჯიბეები გამიჩხრიკეს, ვერაფერი რომ ვერ ნახეს, შემდეგ გამხადეს, გავიხადე ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, იქაც ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. ნახევარი საათის შემდეგ განმიცხადეს, რომ თურმე მე რაღაც ნივთიერება მქონდა და ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ ვაღიარებდი ამ დანაშაულს. შენ ახლა პანიკას ყრი, შენ ახლა გინდა ხალხი, აჟიოტაჟი შეყარო და ფიზიკურად მისწორდებოდნენ. 2 პოლიციელი მახსოვს, რომ მირტყამდა. შემდეგ უკვე კომატოზურ მდგომარეობაში, ვითიშებოდი, ვფხიზლდებოდი. 2 კონკრეტული პოლიციელი მახსოვს, ირაკლი ქიტოშვილი და გურამი კასრაძე. რამდენიმე პოლიციელი ხედავდა ამ ფაქტს, რომ გავიხადე ტანსაცმელი ბუქნი გამაკეთებინეს ერთი. ცემით სხვა ოთახში მცემეს. მე ვითხოვ, რომ რა თქმა უნდა, დაისაჯონ ის პოლიციელები,“ – განაცხადა შოთა პაკელიანმა.

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტის ანანასრაშვილის თქმით, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების გაყალბებას.

“ამ კადრებით დასტურდება, რომ პაკელიანის გაშიშვლება მოხდა არა მხოლოდ ამ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე პირებთან მიმართებით, არამედ, ამ პროცესსესწრებოდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთლიანად ეჭვქვეშ დგება ჩხრეკის ოქმის სანდოობა და მთავარი მტკიცებულების ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობა. ამ დარღვევების გათვალისწინებით შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების გაყალბებას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე დაიწყოს გამოძიება და დადგეს ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცავი პირების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა ანანასრაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close