რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ორგანიზაცია – „ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ს რეკომენდაციით მიმართავს

  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გათბობის სისტემის გამართულობისთვის დახარჯული სახსრები შეისწავლეს. ორგანიზაციის ინტერესი უნივერსიტეტის სტუდენტების მომართვის შემდგომ გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, 2016–2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პერიოდში, უნივერსიტეტის კორპუსებში მწვავედ იდგა გათბობით უზრუნველყოფის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წელს, გათბობის სისტემისთვის დახარჯა 126,163 ლარი. აქედან თსუ მეორე კორპუსის გათბობისთვის მიემართა 104 511, ამავე კორპუსის ტერიტორიაზე წყლის მილების სამონტაჟო სამუსაოებისთვის 5 467, ხოლო უნივერსიტეტის მე–5 კორპუსის გათბობის სისტემის სამუშაოებისთვის – 16 185 ლარი.  ორგანიზაციამ გამოითხოვა და შეისწავლა 2015–2014 წლების მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, 2015 წელს დაიხარჯა 90 606, ხოლო 2014 წელს – 27 024 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საყურადღებოდ მიიჩნევს სტუდენტების იმ ნაწილის პრეტენზიებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან დახარჯული თანხების მიუხედავად, არ ხდება გათბობის სისტემის რეალური ფუნქციონირება და ლექციების, აგრეთვე საგამოცდო პერიოდის უზრუნველყოფა ხდება შეუსაბამოდ დაბალი ტემპერატურის გარემოში. ამასთან, მნიშვნელოვანია ცალკე პრობლემად გამოიყოს მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის ფოიეში გათბობის სისტემის არარსებობა და საგამოცდო პერიოდში მომუშავე პერსონალის მძიმე მდგომარეობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გატარდეს რეალური და ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებლობას გააჩენენ უნივერსიტეტის ყველა კორპუსში გათბობის სისტემის მოწესრიგებისთვის. აღნიშნული საკითხის მოგვარება დაკავშირებულია მოქალაქეების განათლებისა და ჯანმრთლეობის უფლების უზრუნველყოფის საკითხთან. განსაკუთრებით იმ შემთხვევის გათვალისწინებით, როდესაც თსუ მნიშვნელოვან თანხებს მიმართავს სისტემის ფუნქციონირებისთვის, თუმცა არ ხდება იმ პრობლემების იდენტიფიცირება ან გამოსწორება, რომლითაც თსუ–ში გათბობის სისტემა სრულიად შეუსაბამოა არსებულ მოთხოვნებთან.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თსუ–ს საკითხის შესწავლის მიზნით 2017 წლის 13 იანვარსა და 13 თებერვალს მიმართა. ორგანიზაცია საუნივერსიტეტო საკითხებზე ყურადღებას მომავალშიც გაამახვილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close