საზოგადოება

,,ოპოზიციის მიერ დაანონსებული სირცხვილის კორიდორის მოწყობა, მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას ემსახურება”

ვასიკო მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი:

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

შეიძლება ვინმეს ასეთი მოწოდება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, თუმცა, სინამდვილეში,

მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

ამ ტიპის ქმედებების დაშვება ქვეყანაში გამოიწვევს ვითარების უკიდურესად დაძაბვას და უმართავ ძალადობრივ პროცესებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ეს მხოლოდ ერთი პარტიის პოზიციაა, თუ – მთელი ოპოზიციის?!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close