რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

„ჭიათურელებს უნდა ცხვენოდეთ საკუთარი საქციელის!“

„ყველაფერი დაიწყო იმით, როცა ძაღლი, სახელად ცუგა (8 წლის, ხვადი), ელენე გაჩეჩილაძემ იპოვნა ჭიათურის რაიონში. ძაღლი ტრავმირებული იყო და დახმარება ესაჭიროებოდა. ელენემ სახლში წაიყვანა, უმკურნალა, უვლიდა, მაგრამ მეზობლების მთელი არმია დაესხა თავს, ეგ ძაღლი წკმუტუნებს ხოლმე და გვაწუხებსო, – ამიტომ ელენე იძულებული გახდა, სხვაგან გადაეყვანა ცუგა, რომ ძაღლთმოძულე ჭიათურლებისგან გადაერჩინა. მჩუქებელი ვერავინ იპოვნა, ამიტომ რკინიგზის სადგურის პატარა ფარდულთან გადაიყვანა, სადაც ხშირად აკითხავდა ძაღლს და უვლიდა.

არც იმ ტერიტორიაზე დახვდნენ სიამ-ტკბილობით საბრალო ძაღლს. იქაურმა თანამშრომლებმაც მუქარა დაიწყეს – ან მოვკლავთ, ან სატვირთო მატარებელს გავატანთო. ეს რომ გაეკეთებინათ, ვინ იცის რომელ მხარესა და როგორ ადამიანებში აღმოჩნდებოდა საბრალო ძაღლი. ამიტომ ელენემ სასწრაფოდ მიმართა ზომებს. ჩვენი თავშესაფრის კოორდინატები გაიგო, ბატონ თამაზს დაუკავშირდა და ძაღლის შეფარება სთხოვა – მე თურქეთში მივდივარ სამუშაოდ და ვინ იცის, რას დაუშავებენ ამ ძაღლს უჩემოდო. რა თქმა უნდა, თავშესაფრის მეპატრონე დათანხმდა ჭიათურელებისგან დევნილი ძაღლის მიღებაზე. ელენემ საკუთარი ხარჯებით ჩამოიყვანა ცუგა. თავშესაფრის მეპატრონე, ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი, აღშფოთებულია ჭიათურელი მოსახლეობის ასეთი სისასტიკით:

,,ღმერთს თავიანთი საქციელის გამო მიუტოვებია ჭიათურელები. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქალაქში ელენე გაჩეჩილაძე აღმოჩნდა, ვინც არ მიატოვა საცოდავი, ტრავმირებული ძაღლი, ბოლოს კი ძაღლთმოძულე ხალხისგან დასაცავად საკუთარი ხარჯებით ჩამოიყვანა თბილისში. ჭიათურელებს უნდა ცხვენოდეთ საკუთარი საქციელის!”

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close