რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლის შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს, საქართველოს სახალხო დამცველი არასერიოზულს უწოდებს. ომბუდსმენის განმარტებით, კანონმდებლობაში ისედაც არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მისი განცხადებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მოსამართლეებს და ყველა საჯარო პირს კი გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნიათ:

„მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არასერიოზულია, მით უმეტეს არსებობს გარკვეული რეგულაციები, ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული დაცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნია ყველას. ამავე დროს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. “-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close