სამართალი და კრიმინალი
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს?

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა. “პირველი რადიო” ინფორმაციისთვის, სუს-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს და გვითხრეს, რომ განცხადებას მოგვაინებით გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, კობალაძე ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
წყარო: პირველი რადიო
კომენტარები