ჯანდაცვა

მზარეულებს, სტილისტებს, ოფისის თანამშრომლებს, მძღოლებს, ბუღალტრებს… ექიმი გირჩევთ

ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროფესიასა და სამუშაო გარემოზე. მათ, ვისაც დიდხანს ფეხზე დგომა, ამ მთელი დღე ჯდომა უწევთ ( მზარეულები, მცხობელები, სტილისტები, ოფისის თანამშრომლები, მძღოლები, ბუღალტრები და ა.შ), ყოველთვის ახასიათებთ სიმძიმე, ვენური და ლიმფოსტაზი. ასეთ ადამიანებს ექიმი ლია თვალავაძე ურჩევს წვივის კუნთების ელემენტარულ ვარჯიშებს, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია ნებიბისმიერ მდგომარეობასა და სამუშაო პირობებში.

1. ფეხზე დგომის დროს, დაეყრდენით რაიმეს ცალი ხელით, აიწიეთ ფრთხილად ფეხის წვერებზე ( 8 თვლაში ) ისე, რომ იგრძნოთ წვივის კუნთების დაჭიმვა, გაჩერდით ამ პოზიციაში ცოტა ხნით (6-8 თვლა) და უცებ დაეშვით. ვარჯიში გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ და მომენტალურად იგრძნობთ შვებას ქვედა კიდურებში.

2. მჯდომარე მდგომარეობაში- გამართეთ ფეხები ისე, რომ ქუსლები იყოს იატაკიდან მოცილებული. დაიწყეთ ტერფის მოზიდვა და გაშლა ისე, რომ იმოძრაოს მხოლოდ კოჭის სახსარმა. ამ დროს უნდა იგრძნოთ წვივისა და ნაწილობრივ ბარძაყის კუნთის დაჭიმვა, ამის შემდეგ გააკეთეთ კოჭის სახსარში ბრუნვითი მოძრაობები.

თუ, დღის განმავლობაში ასეთ პრიმიტიულ ვარჯიშებს გააკეთებთ რამოდენიმეჯერ, შეამჩნევთ, რომ დღის ბოლოს თქვენი ფეხები უწინდებურად შეშუპებული აღარ არის. მჯდომარე, იძულებით პოზიციაში მყოფ ადამიანებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, ახასიათებთ ხერხემლის, კისრისა და ზურგის სეგმენტის დეფორმაციები და კუნთთა დაჭიმულობა, რაც იწვევს მხრის სარტყელში ტკივილებს, თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ზურგის წვას. ამ დროს შეიძლება ასეთი ვარჯიშები ვაკეთოთ:

  1. დამუშტეთ მტევნები, მოხარეთ იდაყვში და მოიზიდეთ ორივე ხელი მკერდის ცენტრისაკენ, ისე, რომ იგრძნოთ მკერდისა და ზურგის კუნთების დაჭიმვა, ამ დროს თავი დახარეთ მუშტებამდე, შემდეგ თავი გამართეთ და გადაწიეთ უკან, ხელები კი იმავე მდგომარეობით გადაანაცვლეთ ხერხემლისკენ ისე, რომ კარგად დაიჭიმოს ზურგის კუნთები. გაშალეთ ხელები მხრების სიგანეზე და გაშლილ მდგომარეობაში ამოძრავეთ წინ ისე, რომ მაქსიმალურად გადაეჯვარედინოს. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.

2 უკან გადააჭდეთ თითები ერთმანეთს, გადაწიეთ თავი უკან და გაჭიმეთ ხელები მაქსიმალურად, ამ შემთხვევაშიც კარგად იჭიმება ზურგის კუნთები.

ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ, დღისით იშრომოთ ნაყოფიერად, ხოლო საღამოს ძალიან დამძიმებულები არ დაბრუნდეთ შინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close