პოლიტიკა

“ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით”

ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

პრეზიდენტი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.

“იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, მე ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით 6 თვის წინ. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი. მინდა გავახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ყველა შეტანილი ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა. მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close