სამართალი და კრიმინალი

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა დაჭრეს

სროლა ნუცუბიძის ფერდობზე – 26 წლის ალექსანდრე ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს ნასროლი. ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინსტროში განუცხადეს  გამოძიება 117-ე და  236-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close