რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნონა წოწორიას და: ღმერთს ვთხოვ, არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა

გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში საქართველოდან წარგზავნილი ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. ნონა წოწორიას და, ეთო წოწორია ამ ფაქტს ,,ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება:
,,მე, როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას. პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს, სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში? ეს ყველაფერი ბლეფია როგორც ყველაფერი დანარჩენი საქართველოში. ნახონ ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც ნახონ. ნონა თუ ადეიშვილის მოადგილე იყო, ეს დანაშაულია? როცა პროკურატურაში მუშაობდა ვინმე დაინტერესდა ნონა სახლში როდის მოდიოდა, რატომ ჰქონდა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მუდამ სამშენებლო მტვერით დასვრილი, იმიტომ რომ ააშენეს ქვეყანა და ჩაბარდათ ამათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ჩემო დაო!!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა !!!” წერს ეთო წოწორია.

წყარო: პირველი რადიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close