საზოგადოება

ნინო მეტრეველი: სახელმწიფო სამსახური ბიზნესი არაა, არც საქართველოს შპს

,,კვირის ბოლომდე ველოდები პასუხს გარდაბნის გამგებელ გოჩა ჯამარულისგან ჩემს წინადადებაზე, რომ რადგან 1 წლის მანძილზე რამდენიმე მილიონიან ბიუჯეტში ვერ გამონახა 4, 5 ათასი ლარი (და არა 8 ათასი, როგორც მეგონა), სოფ. სართიჭალაში სადრენაჟო არხის გასაწმენდად, მე, ჩემი მხრიდან უარს ვამბობ 1 თვის ანაზღაურებაზე და ასევე, უარი თქვან გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა თუნდაც 1 პრემიაზე. ეს თანხა ერთს კი არა, 5 ასეთ არხს ეყოფა. 4, 5 ათასი ლარი ვერ გამოინახა ბიუჯეტში, ჭაობს რომ თავი დავანებოთ, მრავალსულიან ოჯახს, ამ ჭაობისგან სახლი არ დაენგრეს. არადა, გასულ წელს, გარდაბნის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა 74 ათას 550 ლარი მიიღეს პრემიებად. მათ შორის, გამგებელმა ჯამარულმა 5300 ლარი, მისმა მოადგილეებმა – 6 000. თ. მეტრევლის ოჯახმა კიდევ ერთხელ დაწერა განცხადება ბატონ ჯამარულის სახელზე, იქნებ არხი გაწმინდოთო, თორემ სახლი მენგრევაო. ეს რომ ასეა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმაც კარგად იციან.  ეს კარგად იცის ბატონმა ჯამარაულმაც, მაგრამ შეგნებულად ამბობს უარს დაფინანსებაზე. სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ თვლის,  ხალხი მათი ამომრჩეველი არაა და ამით ცდილობს მათ დასჯას ( ეს ერთხელ უკვე გააკეთა სოფ. ნორიოში, როცა ჯარაულმადე წინასაარჩევნოდ უღარიბესი ოჯახის პრობლემა მივიტანე, შემდეგი მისვლისას შეშინებული ქალბატონი არც კი დაგველაპარაკა).
 კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ ხალხს, ვისაც ფეოდალობის ამბიცია აქვთ გაჩენილი, რომ სახელმწიფო სამსახური ბიზნესი არაა, არც საქართველოს შპს და არც მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, რაში უნდა დაიხარჯოს ხალხის ფული. არ ვაპირებ დანებებას და შორიდან ყურებას, თუ როგორ ენგრევა მრავალსულიან ოჯახს სახლი იმიტომ, რომ ერთმა კაცმა, გამგეობის შენობაში ასე ჩათვალა საჭიროდ. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ახლო მომავალში ეს ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა მიიხედება, თუ არადა უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ.
 პ.ს. სადრენაჟო არხის ამოვსების გამო, სახლიდან 3 მეტრში ლამის პატარა ტბაა გაკეთებული და ეს წყალი უკვე ანგრევს სახლს, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ჯაგნარზე, რაც ჭობშია გაჩენილი და პატარებს საფრთხეს უქმნის (სურათებით თავად დარწმუნდებით)” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, გარდაბნის საკრებულოს წევრი ნინო მეტრეველი.
.
.
.
.
.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close