რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნინო მეტრეველი: ბალზაკი და სტენდელიც არ არიან პანთეონში დაკრძალულები და თქვენ რას ითხოვთ?

  ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი თბილისში, მახათას მთაზე პანთეონის გახსნის იდეას გამოეხმაურა:

_  იმქვეყნიურ დიდებასა და ნეტარებაზე ფიქრი და შრომა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა ახალ პანთეონზე, ვერ წავუყრუე. თბილისში სამი პანთეონია, სადაც 160 წლის მანძილზე 6 400 ღვაწლმოსილი ადამიანი დაიკრძალა. (აქედან 600-ს თუ იცნობს საზოგადოება, თავს მოვიჭრი). პანთეონებია ბათუმსა და ქუთაისშიც. მოკლეთ, ღვაწლმოსილების და უფრო მეტად_ამბიციების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით და თუ ასე გაგრძელდა (დარწმუნებული ვარ გაგრძელდება), 200 ადგილი მახათაზე, რამდენიმე წელში გათავდება.

ამბიციებს რა უყონ, თორემ მთაწმინდაც საკმარისი იქნებოდა დიდხანს. ამ მხრივ, მსიფლიო ძალიან მოკრძალებულია, სულ 15 პანთეონი ყოფილა მსოფლიოში, საქართველოში_ ხუთი გვაქვს და კიდევ ვამატებთ. ამბიციებით მაინც გავასწარით ყველას. დიახ, ასე უნდა! სულ პანთეონში დასაკრძალები ვართ, (ასი წლის მერე) … ისე, ჯერ ჩვეულებრივ მყუდრო ადგილზე ამბიციები რომ დაგვეკრძალა, მთაწმინდაც საკმარისი იქნებოდა… რა კრიტერიუმით და რომელი თერმომეტრით იზომება ღვაწლმოსილების ხარისხი?! რაიმე მსგავსი რომ არსებობდეს, ის ერთიც კარგა ხანს გვეყოფოდა, მთაწმინდაზე… შორსააო პანთეონი, ჩვენი ახლობლები ვერ ივლიანო… აქედან ამშვიდებენ, ინფრასტრუქტურა ისე ვითარდება, მალე იქაც თბილისის ცენტრში იქნებით და ვიქნებითო. უფალმა დიდ ხანს გაცოცხლოთ და თუ იმდენი სიყვარული და პატივისცემა ოჯახშიც არ დაგიმსახურებიათ, რომ სიშორის გამო დაეზარებათ თქვენს სასუფეველთან მოსვლა თქვენივე შთამომავალთ, მაშინ პანთეონზე და მარადიულ დიდებაზე რა პრეტენზია გაქვთ?!

ამ ლოგიკით, სადმე, საქართველის ცენტრში უნდა მოეთხოვათ პანთეონი შვილებისთვის ჩვენი გმირი ბიჭების დედებს. საფრანგეთში ბალზაკი და სტენდელიც არ არიან პანთეონში დაკრძალულები და თქვენ რას ითხოვთ? ჰო, ისინი ჩვენ რას შეგვედრებიან, ჩვენ ხომ საპანთეონე გენიოსების ქვეყანა გვაქვს. სულ სამი_ ოთხ კაციღაა დარჩენილი, ვინც პანთეონში დაჯრძალვას იმსახურებსო. იმ სამ_ ოთხში რამდენი ათეული მოიაზრებს ალბათ თავს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ).

დიდუბის პანთეონში კიდევ ასი ადგილი ყოფილა, მაგრამ იქ უკვე განსვენებულების მეორე ნახევრები უნდა დაიკრძალონო. ვისაც გვერდით მეუღლეები, მშობლები და დედმამიშვილები გინდათ რომ გყავდეთ, იქნებ საგვარეულო სასაფლაოზე გეფიქრათ, ისეთზე, ჩვეულებრივ მოკვდავებს რომ გვაქვს. და კიდევ ერთი, რამაც გამაოგნა. ცნობილი ადამიანის გარდაცვალებისას, მერია 5 ათას ლარს გამოყოფს და ხშირად ამას სასახლის საფასურსაც ვერ აწვდენენ, მდიდრულს არჩევენო., ქელეხის ფულსაც ითხოვენო, ესეც მერიიამ თქვა. იმედია, ტყუილია, მაგათ მტერი ენდო…

პ.ს. იმედია, პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ნაცნობობით, ჩაწყობობით, მეუღლეობით იქ, ახალში მაინც აღარ დაიკრძალებიან. ისე, არსებობს წესი, რომ გარდაცვალებიდან 20_ 50 წლის შემდეგ წყვეტენ იმსახურებს თუ არა მავანი პანთეონს და შემდეგ ახდენენ მის გადასვენებას. ვიცი ეს წესი ჩვენთან არ გამოდგება, მაგრამ ისე, მაინც გითხარით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close