საზოგადოება

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო გადასცეს

საქართველოში იაპონიის ელჩის,  ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში გაიმართა ქართველი პრიმა-ბალერინას,  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დაჯილდოების ცერემონია. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ლენტით დამშვენებული “ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი ქართველ პრიმას პირადად გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკისავამ, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close