რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ნიკა მელია: მოსახლეობას სურს, არ იცხოვროს ივანიშვილის ბაღში

პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, დებატების დროს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნიკა მელია ხალხის სახელით საუბრობდა და პრეზიდენტს კი არა, უმეტესწილად მიმართავდა საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტის ინსტიტუტს თავგამოდებით იცავდა. 

ნიკა მელია:

_ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს. ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, თავიდან ბოლომდე ცდილობს, დაიმორჩილოს მედია და ეს არის უკვე ნორმა.

ძალიან ბევრი უკვე არის სასოწარკვეთაში და მიაჩნია, რომ ამას არაფერი აღარ გამოასწორებს. რატომ ხდება ეს ყველაფერი, იცით? იმიტომ, რომ ერთ ადამიანს სურს, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებელი გახდება ქვეყანაში, რომ იყოს ისე, როგორც მე მინდა. მაგრამ რას ფიქრობს და რა სურს მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც შეწუხებულია? დიახ, ამ მოსახლეობას სულ სხვა რამ სურს. ამ მოსახლეობას სურს, იცხოვროს ევროპულ სახელმწიფოში და არ იცხოვროს ივანიშვილის ბაღში. აი აქ, მისტრები რომ იყვნენ, მათგან განსხვავებით ამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ივანიშვილის ბაღში ცხოვრება, კალაძისა და კვირიკაშვილისგან განსხვავებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close