სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დაკითვაზეა დაბარებული. ნიკა გვარამია ინფორმაციას “ფეისბუქით” ავრცელებს. საქმე ეხება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას. გვარამია სუს-ში ხვალ სამ საათზეა დაბარებული:
“ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).
ხვალ, სამზე, მოდულში.
ps ყოველი არჩევნების წინ ჩემი აქტუალიზაცია რომ ხდება, ტყუილია. ეგრევე ყველაზე მოთხოვნადი ვხდები, ყველა კანდიდატს რომ შეშურდება
pps გამორიცხულია, მე ქალაქიდან გავიდე, გინდა საქმეზე, გინდა დასასვენებლად და გამომძიებელმა არ დარეკოს და არ დამიბაროს. ბუნებაში არ მომხდარა ბოლო ოთხი წელია. კიდე სამი დღე მაცადეს, გასაკვირია” წერს გვარამია.
წყარო
Back to top button